Happy Newy Year 2013 !



საიტის მენიუ
კატეგორიები
სიახლეები [23]
ვარსკვლავები [23]
ლექსები [0]
სურათები [36]
ანიმაციები [21]
ჩანახატები [1]
სასაცილო.//საინტერესო [27]
Fashion ♥ [1]
ვიდეოები [0]
დაბ..დღეები [8]
ტექსტები ♥ [1]
სტატუსები ♥ [1]
Books ♥ [18]
თხოვნები [0]
UnLeaVer ♥ [4]
კონკურსები [0]
მინი-ჩეთი
200
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 16 » ბერა - გპირდები (ტექსტი)
12:39 PM
ბერა - გპირდები (ტექსტი)

ბერა - გპირდები (ტექსტი)

249226_153633971381382_117504584994321_315963_4146004_n_large

რაც არ უნდა გერქვას, შენი სისხლია წითელი,

რაც არ უნდა გეცვას, შენც დაიბადე შიშველი,

და თუ გამიჭირდა, მითხარი ვინ მიშველის?!

ან საერთოდ არ ვიქნები, ან ვიქნები პირველი.

 

ხანდახან ვიბნევი, პასუხებს გთხოვ,

როგორ ავაშენო ის, რასაც ვერ დაანგრევს დრო?

მოგმართავ შენობით, ვიყურები მაღლა,

მხოლოდ შენ იცი ვინ ვარ მართლა.

 

სიყვარულს ვნახავ, დიდ ოჯახს შევქმნი,

მოვივლი მსოფლიოს, ისტორიას შევცვლი,

ბოლოს გეტყვი, "ქართული ოცნება" ავიხდინე,

დავიბადე ცრემლებში, წასვლის წინ გავიღიმე.

 

დეკემბერი 1994, აქ ვარ,

გამარჯობა ცხოვრებას, მოვედი,

მე-7 პალატა მე-4 სართული,

დავიბადე პარიზში თავიდან ფეხებამდე ქართული.

 

ნახე რას გავს, ქართველია თეთრია,

მოდი დავცინოთ, მთელ სკოლაში ერთია,

გეგონეთ სუსტი, შეგშლიათ,

ქართულ ოცნებას ვერ ხედავთ, ის ჩემშია.

 

ვიყავი მარტო, არავინ არ მგავდა,

ყველა ცდილობდა, ვერავინ მჩაგრავდა,

ჩემი მიზანი გეგონა სიზმარი,

მივაღწევ, მოვალ და გეტყვი, ხომ გითხარი...

 

და თუ ჩვენთან ხარ, ბოლომდე დარჩი,

გახსოვდეს ვინ ხარ, არ იტირო ხალხში,

მალე ყველა იამაყებს ჩვენით... გპირდები...

ქართულ ოცნებს ვჭირდებით!

 

დრო მიდის, დეე... აღარ ვარ ბავშვი,

ქვეყანა მენგრევა, როგორ ვიჯდე სახლში,

მალე ყველა იამაყებს ჩვენით... გპირდები...

ქართულ ოცნებას ვჭირდებით!

 

არავინ მელოდა, არავის ჯეროდა,

ვიშრომე, ვიბრძოლე, შევძელი უთქვენოდაც,

მე გთვლიდი მეგობრად, შენ ითვლიდი ფულს,

ყველა მცნობს, არავინ იცნობს ჩემს გულს.

 

გგონია, უდარდელად ვიზრდებოდი,

გგონია, ჩემს ადგილას, ყველაზე ბედნიერი იქნებოდი,

გგონია, თავს ვთვლი ვარსკვლავად, ცაში ვარ...

გგონია, ნიუ-იორკშიც სახლში ვარ.

 

გგონია არ მინახავს ტკივილი და სიცივე,

8 აგვისტოს მეც შენსავით ვიტირე...

მეც შენსავით მეტკინა,

მეც მაქვს გრძნობა,

მეც მყავს მტრები,

მეც ვიცი ძმობა.

 

შეუძლებელს შევძლებთ!!!

 

ჩვენი ახალგაზრდული ფრთა,

მთელ ქვეყანას ვაჩვენოთ გზა,

ბოლოს ვთქვათ, "ქართული ოცნება" ავიხდინეთ,

დავიბადე ცრემლებში, წასვლის წინ გავიღიმე...

 

და თუ ჩვენთან ხარ, ბოლომდე დარჩი,

გახსოვდეს ვინ ხარ, არ იტირო ხალხში,

მალე ყველა იამაყებს ჩვენით... გპირდები...

ქართულ ოცნებს ვჭირდებით!

 

დრო მიდის დეე... აღარ ვარ ბავშვი,

ქვეყანა მენგრევა, როგორ ვიჯდე სახლში,

მალე ყველა იამაყებს ჩვენით... გპირდები...

ქართულ ოცნებას ვჭირდებით!

 

გავიხსენეთ, როგორ მოვედით ამ ქვეყნად,

გვიხაროდა, გვიყვარდა და ვიყავით ერთად,

ვუყურებდით ცას და ვეხებოდით ვარსკვლავს,

ბედნიერ ბავშვობას არაფერი კარგავს.

 

გავიხსენეთ, როგორ მივაღწიეთ მიზნებს,

როგორ, ვეფერებოდით ჩვენი შვილების შვილებს,

გავიხსენეთ, როგორ არ გვინდოდა წასვლა,

არ ვიცოდით, რა გველოდა, აქ მაღლა ...

 

ეჰჰ ,შეიძლება, დღეს ვერ მხედავ, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ ვარ და ყოველთვის შენს გვერდზე ვიქნები.

"ქართული ოცნება"...

 

მალე ყველა იამაყებს ჩვენით... გპირდები...

ქართულ ოცნებას ვჭირდებით!

 

დრო მიდის დეე... აღარ ვარ ბავშვი,

ქვეყანა მენგრევა, როგორ ვიჯდე სახლში,

მალე ყველა იამაყებს ჩვენით... გპირდები...(გპირდები...)

ქართულ ოცნებას ვჭირდებით!!!



აი ძალიან მიყვარს ეს სიმღერა

 იმედია მოგეწონათ:)

კატეგორია: სასაცილო.//საინტერესო | ნანახია: 1139 | დაამატა: NaTi(Boss-BieBeR) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
00+0  
3 

         
 <3

00+0  

         
 oo gospadi love love cheemmii mussiiccaa love love OMGG !! love vabodunebbb love

00+0  

         
 - mec miyvars es simgera ♥

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ მომხმარებლები

null NaTi(Boss-BieBeR)
null86
null65
null0


null Katie♥Cyrus
null31
null10
null0


null -Annie♡
null28
null9
null0


null -Sophie♥
null6
null30
null0


null მარი♥
null4
null20
null0

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საათი

Copyright MyCorp © 2025