Happy Newy Year 2013 !



საიტის მენიუ
კატეგორიები
სიახლეები [23]
ვარსკვლავები [23]
ლექსები [0]
სურათები [36]
ანიმაციები [21]
ჩანახატები [1]
სასაცილო.//საინტერესო [27]
Fashion ♥ [1]
ვიდეოები [0]
დაბ..დღეები [8]
ტექსტები ♥ [1]
სტატუსები ♥ [1]
Books ♥ [18]
თხოვნები [0]
UnLeaVer ♥ [4]
კონკურსები [0]
მინი-ჩეთი
200
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 18 » You Told Me
5:34 PM
You Told Me
დილით ჩემს ოთახში მზის სხივებმა შემოანათა. გული ამიჩქარდა,რადგან დღეს  უნდა შევხვედროდი მას.... ავდექი,გავიზმორე და ჩემს მობილურს დავხედე. უკვე 11 საათი იყო და თან მესიჯი მქონდა 'მისგან'. 
გული ფეთქავდა და თან იმდენად რომ მეგონა ყველას ესმოდა... 
წერილში ეწერა 'მე მჯერა რომ ჩვენ ვიქნებით ერთად' . 


მის ამ სიტყვებზე უბრალოდ გამეღიმა და სიცოცხლით სავსე შევედი აბაზანაში. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩემთვის საკვები მოვიმზადე. სახლში მარტო ვცხოვრობდი-მე არ მყავს მშობლები. ბავშვთა სახლში გავიზარდე,სადაც უამრავი რამ ვისწავლე და უკვე დამოუკიდებლად შემიძლია ცხოვრება. თითქოს არ მაქვს მიზეზი ვიყო ბედნიერი,მაგრამ ეს უმიზეზობაც ბედნიერს მხდის. მე შემიძლია ვიცოცხლო,შემიძლია გავაკეთო ის რაც მინდა,მყავს გვერდით ისეთი ადამიანები როგორებიც ჩემი მეგობრები და შეყვარეუბლი არიან. ყოველთვის კარგზე უნდა იფიქრო,რადგან ცხოვრება არ არის თამაში,ისევ თავიდან რომ ითამაშო. ცხოვრებაში ერთხელ იბადები და ცოცხლობ-ეს წუთები რომლებსაც დედამიწაზე ატარებ,ბოლომდე უნდა გამოიყენო...
საუზმის შემდეგ ჩემი პატარა ჩანთა ავიღე და კარები დავხურე. მდიდარი არც არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ჩემი შემოსავალი ყოველთვის მქონდა-რომლითაც ბინის ქირას ვიხდი და თან თავსაც ვირჩენ. 
გარეთ ერთი პატარა ბავშვი იჯდა ქუჩაში. გავიარე თუ არა,თავისი ნათელი,მოწყენილი  თვალები შემომანათა და მუდარით მითხრა 
-დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ...
მე ჩემი საფულიდან ამოვიღე ყველაფერი რაც მქონდა და მას მივეცი. გოგონამ გაკვირვებულმა დახედა ჩემს მიერ მიცემულ თანხას და ომახიანად მითხრა
-დიდი მადლობა ქალბატონო,ღმერთმა დაგლოცოთ   
-არაფრის ჩემო პატარა მეგობარო,უბრალოდ გთხოვ დაიმახსოვრე ერთი რამ კარგი ? არასდროს მოიწყინო,ყოველთვის ყველა სიტუაციდან არსებობს გამოსავალი,იყავი ის ვინც ხარ და დამიჯერე ყველაფერს მიაღწევ.. ღმერთი მართალ  ადამიანებს ყოველთვის ეხმარება
-დიდი მადლობა,დიდი მადლობა -მომაძახა ბავშვმა და გახარებული დედიკოსკენ გაიქცა. 
მე გზა განვაგრძე და იქვე მყოფ ეკლესიაში შევიარე. 
-ღმერთო გევედრებით,ჩემი მშობლები თუ თქვენთან არიან კარგად ამყოფე... 
თუ აი აქ,დედამიწაზე ცხოვრობენ ერთხელ მაინც შემახვედრე და მომეცი უფლება ოდესმე დედაჩემს 'დედა' დავუძახო..   პირჯვარი გადავისახე და ის ადგილი დავტოვე. 
დანიშნულების ადგილას გავემართე,სადაც მისვლისთანავე 'ის' დამხვდა. 
-შენ აქ ხარ-ვუთხარი მე მას .

 არაფერი უთქვამს უბრალოდ გულში ჩამიკრა... 
-იცი,დღეს ერთი ბავშვი ვნახე,რომელიც ბედნიერი გარბოდა ვიღაცისკენ. რა საოცარია არა?! არადა ჩაცმულობით მათხოვარი მეგონა... 
მე ვდუმდი და მას ვეხუტებოდი. თუმცა სალაპარაკო რა გვქონდა რომ?! მე ის მიყვარდა,მას კი მე ვუყვარდი...
-გპირდები,გპირდები რომ არასდროს მიგატოვებ!-მითხრა მან და გულში უფრო მაგრად ჩამიკრა. 
-არადროს -გავიმეურე მე და გავუღიმე.
ჩვენი შეხვედრა მალევე დამთავრდა,რადგან სამსახურში მეჩქარებოდა.
-კიდევ როდის შევხვდებით ? 

-მოგწერ მობილურზე. სავარაუდოდ მალე-მითხრა და შუბლზე მაკაოცა. 
მე წამოვედი... გზაში ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი.  მე ის ძალიან მომწონდა და ღმერთის მადლიერი ვიყავი. სამსახურში მივედი და მუშაობა დავიწყე. 
მე კაფეტერიაში მიმტანად ვმუშაობდი. ჩემი მობილური აწკრიალდა... უცებ მივვარდი ტელეფონს რადგან გულმა მიბრძანა ჩქარა აიღეო. რა თქმა უნდა 'ის' რეკავდა. 
-რა იყო ? -პასუხი არავის გაუცია. 
-დევიდ,გესმის ჩემი ? რა ხდება ? რა ? 
-უკაცრაად,თქვენ დევიდის ვინმე ბრძანდებით? 
-დიახ,შეყვარეუბლი და რა იყო ? 
-ბოდიშით,მაგრამ სამწუხარო ამბავი უნდა შეგატყობინოთ...
გულმა ეს წინადადება,თავისით დაამთავრა. 
-ის,ის გარდაიცვალა? 
ხმა არავის ამოუღია. უცებ ტირილი ამივარდა
-ვწუხვართ ქალბატონო,ძალიან ვწუხვართ 
მე ის დამპირდა რომ მალე მნახავდა ! ის დამპირდა რომ არასდროს მიმატოვებდა


და მაინც მიმატოვა....
_________________________
ბავშვებო  იმედია მოგეწონათ ;დდ ჩემი პირველი ჩანახატია და 
ძაანაც არ გამაკრიტიკოთ ;დ 
კატეგორია: Books ♥ | ნანახია: 964 | დაამატა: -Sophie♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
00+0  

         
 ho musikastan ufro siantereso iqneboda smile
sevdiani iyo : (
ise kargi gamogivida mainc : )

00+0  

         
 - ravi kargi iyo dzaan momewona..:D melodiastan dartvit upro kargi iqneboda wink

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ მომხმარებლები

null NaTi(Boss-BieBeR)
null86
null65
null0


null Katie♥Cyrus
null31
null10
null0


null -Annie♡
null28
null9
null0


null -Sophie♥
null6
null30
null0


null მარი♥
null4
null20
null0

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საათი

Copyright MyCorp © 2025